TEL: +7 926 273 02 42 +995 599 06 00 12

 

 

E-Mail: info@rashitour.com

1-დღე აეროპორტში დახვედრა და ტრანსფერი ღამისთევა თბილისში

2.დღე-8 საათზე შეხვედრა  ‘’რაშიტურის’’ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაგაცნობენ საექსკურსიო მარშრუტს.( კომპანია მოგაკითხავთ თქვენსავე მისამართზე) 

გამგზავრება 8 საათზე მაღალკვალიფიციურ გიდთან ერთად კომფორტული მინივენით ან მიკრო ავტობუსით (დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე

გასვლა  სამცხე -ჯავახეთის მიმართულებით,მოინახულებთ ახალციხეში

რაბათი ციხეს,რომელიც წარმოადგენდა ძველი სამცხის მთავარ ქალაქს, მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ნაპირზე. ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება, ამჟამად ციხე-სიმაგრე გაშლილია 7ჰა ფართობის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში.

მოვინახულებთ საფარის მონასტერს, იგი დაარსერბულია არაუგვიანეს X საუკუნისა. ტყეში ჩაფლული მონასტერი მშრალ ხეობას გადაჰყურებს, მისი თვალწარმტაცი ხედი სრულიად მოულოდნელად მაშინ გადაიშლება ჩვენს თვალწინ, როცა უშუალოდ მივუახლოვდებით,  ამიტომაც უწოდეს მას ლეგენდის თანახმად საფარა.

თავისუფალი დრო  -ღამის თევა ახალციხეში

3-დღე ვესტუმრებით ვარძიას- კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი XII-XIII საუკუნის ქართული მხატვრული კულტურის ძეგლია. ვარძიის გამოქვაბულთა ანსამბლი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ-ზე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ვარძია ... საკვირველებას წარმოადგენს,  

ბორჯომში-- მოვინახულებთ მწვანე მონასტერს-( ჩითახევის წმინდა მამათა მონასტერი). ამ მონასტერს ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა, რომ გახედოთ, აქ არც ერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული ტაძარი დაახლოებით IX- X   საუკუნეს ეკუთვნის.

ღამისთევა თბილისში

 ტრანსფერი აეროპორტში

გამოსამშვიდობებელ საღამოზე შეხვედრა მხატვართან, რომელიც დახატავს თქვენსავე ბლიც პორტრეტებს თქვენი სურვილის გათვალისწინებით 

შენიშვნა: ტურის ხანგრძლივობა ემთხვევა ჩამოსვლის და გამგზავრების რეისებს 

ტურის ღირებულებაში შედის: აეროპორტის ტრანსფერი

ტრანსპორტირება

ექსკურსია-მძღოლი

გიდი

სასტუმრო (ქალაქებში)

სასტუმრო (საოჯახო) პროვინციებში

3-ჯერადი კვება

მინერალური წყალი

წყალი

მუზეუმების ბილეთები

ტურის ღირებულებაში არ შედის: ავია-ბილეთები

1-ადგილიანი ნომერი სასტუმროში

სამოგზაურო დაზღვევა 

ტურებთან, სერვისებთან და ფასებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწეროთ