TEL: +7 926 273 02 42 +995 599 06 00 12

 

 

E-Mail: info@rashitour.com

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ კავკასიაში მდებარებს. დასავლეთით  მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით-რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი. საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა- აზიის დამაკავშირებელისატრანპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.

სრულად ნახვა

საქართველოს შესახებ

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ კავკასიაში მდებარებს. დასავლეთით მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით-რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი. საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა- აზიის დამაკავშირებელისატრანპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაშიაყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას.
საქართველოში ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მოცვალეობის ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა იერუსალიმში დარჩენა, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით, ამიტომაც ეწოდა მას ანდრია პირველწოდებული. ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია ხმამაღლა და დადასტურებით ავღნიშნოთ,რომ ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში პირველ საუკუნეს უკავშირდება.
ქვეყნის სახელწოდება ‘’საქართველო’’ მომდინარეობს ‘’ქართ’’ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს ‘’ქართუ, კარდუ, ხალდუ’’-ს უკავშირდება.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, მშრალი და კონტინენტური.
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფო მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით, პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი.
დედაქალაქია თბილისი. სახელნწიფო ენა ქართული.
მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 4 661 000 შეადგენს, აქედან 83% ეთნიკურად ქართველია. რელიგიურ შემადგენლობას ძირითადად მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენენ.
ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვითმკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო და განსხვავება სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.
ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში და იგი ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული. აღმოსავლეთ საქართველოში კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა.
ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესებს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისთვის. სადღესასწაულო სუფრა წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვის თუ ხუმრობების გარეშე.

ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგვხვდებიან ტურისტული კომპანია ‘’რაშიტურის’’ წარმომადგენლები, კვალიფიკაციურ მძღოლთან ერთად. განთავსება სასტუმროში (დროის გათვალისწინებით გამგზავრება ბეშუმში, რომელიც მდებარეობს თბილისიდან 500 კმ-ში)

ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგვხვდებიან ტურისტული კომპანია "რაშიტურის"წარმომადგენლები, კვალიფიკაციურ მძღოლთან ერთად. განთავსება სასტუმროში (დროის გათვალისწინებით გამგზავრება ბახმაროში, რომელიც მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში)

ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგხვდებიან ტურისტული კომპანია ‘’რაშიტურის’’ წარმომადგენლები, მაღალკვალიფიციურ მძღოლთან ერთად. გამგზავრება ქობულეთში განთავსება სასტუმროში

ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგხვდებიან ტურისტული კომპანია ‘’რაშიტურის’’ წარმომადგენლები მაღალკვალიფიციურ მძღოლთან ერთად. გამგზავრება ურეკში განთავსება სასტუმროში